Accessibility links

logo-print

რასმუსენი: საქართველო და უკრაინა ადრე თუ გვიან ნატოს წევრები გახდებიან


ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დაპირება, რომ საქართველო და უკრაინა ადრე თუ გვიან გახდებიან ალიანსის წევრები. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, კვლავაც ძალაშია ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ამ ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ დაუკმაყოფილებია აუცილებელი კრიტერიუმები. ამ შინაარსის განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა 18 სექტემბერს, ბრიუსელში გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, საქართველოსთვის და უკრაინისთვის მიცემული დაპირება იყო ”სწორედ ის მიზეზი”, როს გამოც ალიანსს ესაჭიროებოდა ღია დიალოგი რუსეთთან. "ცხადია, ერთგული ვრჩებით 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებისა. მაგრამ სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც არის აუცილებელი, რომ რუსეთთან ამ საკითხზე მიუკერძოებელი და ღია დიალოგი დავიწყოთ. მართლაც მაქვს ამბიცია, რუსეთი დავარწმუნო, რომ ღია კარის პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული", - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG