Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფოლკსვაგენი" სოჭის ოლიმპიური თამაშების სპონსორია


საავტომობილო კომპანია "ფოლკსვაგენი" ზამთრის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური სპონსორი გახდა. სოჭის თამაშების ორგანიზატორებსა და "ფოლკსვაგენს" შორის დღეს გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, "თეთრი ოლიმპიადის" სპონსორებისგან მოპოვებულმა ჯამურმა თანხამ 750 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ზამთრის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს "ფოლკსვაგენი" 3000-მდე ავტომანქანას გამოუყოფს. მათს უმრავლესობას რუსეთის ქალაქ კალუგაში მდებარე "ფოლკსვაგენის" ქარხანაში დაამზადებენ. სოჭის თამაშების სხვა სპონსორები არიან ავიაკომპანია "აეროფლოტი", სატელეკომუნიკაციო ფირმები "როსტელეკომი" და "მეგაფონი", ნავთობისა და გაზის კომპანია "როსნეფტი" და საკრედიტო კომპანია "სბერბანკი".
XS
SM
MD
LG