Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტმა ჰოლოკოსტი ისევ “მითად” მოიხსენია


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დღეს კიდევ ერთხელ უწოდა “მითი” ჰოლოკოსტს - მეორე მსოფლიოს ომის დროს მილიონობით ებრაელის დახოცვას, რაც აჰმადინეჟადის თქმით, ყალბი საბაბი იყო ისრაელის დასაარსებლად. ამ შინაარსის განცხადება აჰმადინეჟადმა გააკეთა თეირანში, ყუდსის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული დემონსტრაციის ბოლოს. ამ დემონსტრაციით პროტესტს გამოთქვამენ ისრაელის მიერ პალესტინელების ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ. აჰმადინეჟადის განცხადებები დაგმეს აშშ-მა, გერმანიამ და ბრიტანეთმა.
XS
SM
MD
LG