Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აღარ განათავსებს მოკლე რადიუსის რაკეტებს კალინინგრადის ოლქში


რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვლადიმირ პოპოვკინმა დღეს დაადასტურა, რომ რუსეთმა უარი თქვა გეგმაზე, რომელიც პოლონეთის მახლობლად რაკეტების განთავსებას ითვალისწინებდა. მან რადიო "ეხო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ კალინინგრადის ოლქში მოკლე რადიუსის რაკეტების განთავსება აღარ არის საჭირო მას მერე, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უარი თქვა ბუშის დროინდელ გეგმაზე, აღმოსავლეთ ევროპაში განეთავსებინა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა. რუსეთი ეწინააღმდეგებოდა ბუშის ადმინისტრაციის გეგმას, რომელიც პოლონეთში რაკეტების ათი გადამტაცის და ჩეხეთის რესპუბლიკაში სარადარო სადგურის განთავსებას ითვალისწინებდა და დაიმუქრა, რომ ისკანდერის ტიპის რაკეტებს განალაგებდა ბალტიის ზღვის რეგიონში.
XS
SM
MD
LG