Accessibility links

logo-print

ავღანეთში დანიის ერთი ჯარისკაცი იქნა მოკლული და ერთი დაიჭრა


დანიის შეიარაღებული ძალების ცნობით, მისი ერთი ჯარისკაცი იქნა მოკლული და ერთი დაიჭრა მას მერე, რაც ისინი პატრულირებისას ცეცხლში მოყვნენ სამხრეთ ავღანეთში. არმიის წარმომადგენელმა კიმ გრუნბერგერმა კოპენჰაგენში განაცხადა, რომ სამხედროები ჰელმანდის პროვინციაში არსულებდნენ მოვალეობას. დანიამ 2002 წლიდან დღემდე 25 ჯარისკაცი დაკარგა ავღანეთში. იქ ნატოს ეგიდით მოქმედ კონტინგენტში მას 700-მდე სამხედრო ჰყავს.
XS
SM
MD
LG