Accessibility links

logo-print

მაჰმუდ აბასის თქმით, სამშვიდობო პროცესის განახლების მცდელობა მარცხით დასრულდა


პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა დღეს თქვა, რომ, მისი აზრით, ბოლო პერიოდის მცდელობამ, ხელახლა იქნეს დაწყებული ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი, მარცხი განიცადა. აბასმა ეს თქვა ქაიროში, ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკთან შეხვედრის შემდეგ. აბასმა ეს განცხადება გააკეთა მას მერე, რაც ახლო აღმოსავლეთი დატოვა შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილმა რეგიონში, ჯორჯ მიჩელმა. ქაიროში აბასის გამოსვლის შემდეგ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინსტროს წარმომადგენელმა იოსი ლევიმ თქვა, რომ პალესტინელთა ხელმძღვანელობა აფერხებს სამშვიდობო პროცესს ახალი პირობების წამოყენებით, რომლებსაც ის ადრე არ აყენებდა.
XS
SM
MD
LG