Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეტანიაჰუ და აბასი ობამასთან სამმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ


ისრაელი და პალესტინის ავტონომიის ხელისუფლება დღეს დათანხმდნენ, მონაწილეობა მიიღონ სამმხრივ შეხვედრაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან. ამ შეხვედრის მიზანი იქნება, საფუძველი ჩაეყაროს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას. ობამა 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში, უმასპინძლებს შეხვედრას ისრაელის პრემიერ-მინისტ ბენიამინ ნეტანიაჰუსთან და პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელთან, მაჰმუდ აბასთან. სამმხრივი შეხვედრა გაიმართება უშუალოდ მას მერე, რაც ობამა ცალ-ცალკე შეხვდება თითოეულ ლიდერს. მთავარი სადაო საკითხია ებრაული დასახლებები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
XS
SM
MD
LG