Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხამენეი ხელისუფლების მომხრეებს აფრთხილებს, დაუსაბუთებლად არ დაადანაშაულონ ოპოზიცია


ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მთავრობის მომხრეები გააფრთხილა, დაუსაბუთებლად არ დაადანაშაულონ ოპოზიციის წევრები დარღვევებში. ხამენეის თქმით, კანონდარღვევაში ეჭვმიტანილის წინააღმდეგ მისი საკუთარი აღიარების გამოყენება მისაღებია. მაგრამ, მისი სიტყვებით, ამ პირის ჩვენება ან ბრალდება არ შეიძლება იქნეს გამოყენებული არეულობებში სხვათა მონაწილეობის დასამტკიცებლად. საჭიროა ამის დასაბუთებაო, თქვა ხამენეიმ. როგორც მიმომხილველები ვარაუდობენ, შესაძლოა, ხამენეის სიტყვები იმას მიუთითებდეს, რომ ხელისუფლება ოპოზიციის აქტივისტების დევნის შემსუბუქებას აპირებს. რეფორმატორთა თანახმად, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა 12 ივნისის არჩევნებში ფართო მასშტაბის გაყალბების წყალობით გაიმარჯვა.
XS
SM
MD
LG