Accessibility links

logo-print

ობამა: "რუსეთი არ განსაზღვრავს, რა არის ჩვენი თავდაცვითი პოზიცია"


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მკვეთრად უკუაგდო კრიტიკა, რომ რუსეთის წინააღმდეგობამ გავლენა მოახდინა მის გადაწყვეტილებაზე, უარი ეთქვა ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებაზე. ტელეკომპანია CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ობამამ თქვა, რომ "რუსეთი არ განსაზღვრავს, რა არის ჩვენი თავდაცვითი პოზიცია". ეს ობამას პირველი კომენტარი იყო მას მერე, რაც ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ ამერიკა უარს ამბობს პოლონეთში რაკეტების 10 გადამტაცისა და ჩეხეთის რესპუბლიკაში სარადარო სადგურის განლაგებაზე. ამ ანტისარაკეტო სისტემის აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებას პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია გეგმავდა. მოსკოვი ამ გეგმას ეწინააღმდგებოდა და აცხადებდა, რომ ის საფრთხეს შეუქმნიდა რუსეთს.
XS
SM
MD
LG