Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა არ გეგმავს მაჰმუდ აჰმადინეჟადთან შეხვედრას ნიუ იორკში


შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლების თანახმად, პრეზიდენტი ბარაკ ობამა არ გეგმავს ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის პერიოდში ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადთან შეხვედრას. 1 ოქტომბერს იმართება შეხვედრა ირანსა და ექვს სახელმწიფოს - შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთსა და ჩინეთს შორის. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები დაიმუქრნენ, რომ შესაძლებელია ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების მეოთხე რაუნდი, თუკი თეირანი არ დათანხმდება მისი სადაო ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს.
XS
SM
MD
LG