Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილპენს სარკოზის დისკრედიტაციის მცდელობისთვის ასამართლებენ


დღეს პარიზში იწყება სასამართლო პროცესი, რომელზეც საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დომინიკ დე ვილპენი წარდგება. მას დისკრედიტაციის მიზნით შეთქმულებაში ედება ბრალი. კერძოდ, საქმე ეხება მის მიერ საფრანგეთის ახლანდელი პრეზიდენტის - ნიკოლა სარკოზის დისკრედიტაციის მცდელობას, როდესაც ორივე პოლიტიკოსი კონსერვატიული პარტიის ნომინანტის სტატუსის მოპოვებას ცდილობდა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. 2004 წელს სარკოზის სახელი გამოჩნდა იმ პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების სიაში, რომლებიც თითქოს, ქრთამს იღებდნენ იარაღით საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობისთვის. მოსამართლემ მოგვიანებით დაადგინა, რომ სია ყალბი იყო და ახლა სასამართლო ცდილობს იმის გაკრვევას რამდენად არის სარკოზის დისკრედიტაციის მცდელობაში დამნაშავე ვილპენი, რომელიც უარყოფს ბრალდებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ვილპენს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
XS
SM
MD
LG