Accessibility links

logo-print

21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება


დღეს მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნება, რომელიც 2002 წლამდე გაეროს გენერალური ასამბლეის გახსნის დღეს ემთხვეოდა, თუმცა, 2002 წლიდან ის დამოუკიდებელ თარიღად დაწესდა. ავღანეთში ამ ქვეყნისა და საერთაშორისო ძალები აცხადებენ, რომ მშვიდობის დღის აღსანიშნავად დღეს წყვეტენ თავდასხმით ოპერაციებს. ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ”ავღანეთის ჯარები არ დაესხმიან თავს მეამბოხეებს, თუ ისინი თავად არ განახორციელებენ თავდასხმას”. აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მას არ აქვს დაწესებული რაიმე ვადა ავღანეთიდან აშშ ძალების გამოყვანისთვის, თუმცა, ის იძლევა დაპირებას, რომ ამერიკელები განუსაზღვრელი დროით არ იმყოფებიან ავღანეთში. ამასთან ობამამ ავღანეთში დამატებით 21 ათასზე მეტი სამხედროს გაგზავნის ბრძანება გასცა, რითაც მათი რაოდენობა ავღანეთში 68 ათასამდე გაიზარდა.
XS
SM
MD
LG