Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენასამბლეის პარალელურად ნიუ-იორკში უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართება


გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად დღეიდან საერთაშორისო სამიტების კვირა იწყება. აშშ პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ნიუ იორკში ჩადის, სადაც ის პირველად მიმართავს გაეროს გენერალურ ასამბლეას. სამშაბათს ობამა აპირებს სამი უმაღლესი დონის შეხვედრის გამართვას: შედგება სამმხრივი შეხვედრა აშშ-ს, ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს შორის. დაგეგმილია აგრეთვე ობამას შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან. შედგება შეხვედრა იაპონიისა და ჩინეთის ლიდერებთან. შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლების თანახმად, პრეზიდენტი ბარაკ ობამა არ გეგმავს ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის პერიოდში ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადთან შეხვედრას. ქართული წყაროების ცნობით, დღეს საქართველოს პრეზიდენტი აშშ სახელმწიფო მდივანს შეხვდება.
XS
SM
MD
LG