Accessibility links

ონის რაიონის სკოლებში ახალი სასწავლო წელი ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყო


21 სექტემბერს სასწავლო პროცესი განახლდა ონის რაიონის საჯარო სკოლებში. ახალი სასწავლო წლის დაწყების ერთი კვირით შეფერხება მიწისძვრით გამოწვეულ შედეგებს უკავშირდება. ერთი კვირის მანძილზე სპეციალისტები ატარებდნენ საგანგებო სამუშაოებს - სკოლის შენობების მდგრადობისა და უსაფრთხოების შესამოწმებლად. სხვა თანატოლების მსგავსად, პრეზიდენტის საჩუქარს - ჩანთებსა და სახელმძღვანელოებს - ონელი პირველკლასელებიც მიიღებენ. ასევე, დახმარების სახით, 100-100 ლარი დაურიგდებათ პირველკლასელთა სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
XS
SM
MD
LG