Accessibility links

logo-print

საქართველოს დელეგაცია ნიუ-იორკში არაერთ შეხვედრას გეგმავს


საგარეო უწყების ცნობით, 21 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შეხვდებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს. 22 სექტემბერს კი, ვაშაძე შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელს, გუანტანამოს ციხის დახურვის საკითხებში, დენიელ ფრიდს. გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის ფარგლებში იგეგმება კიდევ არაერთი ორმხრივი შეხვედრა. საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედებიან ნატოს გენერალურ მდივანს ანდრეს ფოგ რასმუსენს და ევროკომისარს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანას. პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე შეხვდება კოლეგებს თურქმენეთიდან, ფინეთიდან, ბოსნია-ჰერცეგოვინიდან და კატარიდან. თავის მხრივ, ასევე არაერთ კოლეგას შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობას მიიღებს სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტშიც.
XS
SM
MD
LG