Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი გაეროში გამოსასვლელად ემზადება


საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც ის, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის ფარგლებში, არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს, ხოლო 24 სექტემბერს ასამბლეას სიტყვით მიმართავს. საგარეო უწყების ცნობით, 24 სექტემბერს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი თემები იქნება: ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა, ოკუპანტების მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და მათ მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შელახვა. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას თავისი რეაქცია გამოხატონ რუსეთის მიერ გასული წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის დარღვევასთან დაკავშირებით. ხაზი ასევე გაესმევა დევნილთა საკუთრების უფლების დაცვასა და მათი დაბრუნების კონკრეტული გრაფიკის შემუშავებას, რასაც გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ბოლოს მიღებული რეზოლუცია ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG