Accessibility links

რუსული გემი სეპარატისტული რეგიონის ე.წ. საზღვრის დაცვას უზრუნველყოფს


რუსეთის სასაზღვრო-საგუშაგო გემი ”ნოვოროსიისკი”, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სანაპირო ზოლში, საბრძოლო მორიგეობის რეჟიმში დგას. ტელეკომპანია ვესტისა და რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამგვარი გადაადგილების მიზანს ”აფხაზეთის საზღვაო საზღვრების დაცვა” წარმოადგენს. ”ნოვოროსიისკი” პირველი საგუშაგო გემია იმ დივიზიონის შემადგენლობაში, რომელმაც, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სეპარატისტული რესპუბლიკის საზღვაო სივრცის დაცვა უნდა უზრუნველყოს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი აფხაზეთის ე.წ. აკვატორიაში 10 სასაზღვრო-საგუშაგო კატარღის გაგზავნას გეგმავს. დივიზიონის ჩამოყალიბება დაგეგმილია ოჩამჩირეში.
XS
SM
MD
LG