Accessibility links

logo-print

ამერიკელი გენერალი ავღანეთში სამხედრო ძალის გაზრდას ითხოვს


ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს სამხედრო ძალების გენერალი, სტენლი მაკკრისტალი, კონფიდენციალურ ანგარიშში გამოთქვამს გაფრთხილებას, რომ ძალების გაზრდის გარეშე ისლამური ექსტრემისტების წინააღმდეგ წარმოებული ომი, სავარაუდოდ მარცხით დასრულდება - ამგვარ ცნობას ავრცელებს ამერიკული მედია. მაკკრისტალის ანგარიში თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსს 30 აგვისტოს წარუდგინეს - დოკუმენტის ასლი კი ”ვაშინგტონ პოსტმა” მოიპოვა. როგორც მოელიან, მაკკრისტალი რამდენიმე კვირაში ღიად მოითხოვს სამხედრო კონტინგენტის გაზრდას. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ნათქვამი აქვს, რომ ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება ავღანეთში დამატებითი ჯარის გაგზავნის თაობაზე. კვირას, ტელევიზიით გავრცელებულ ინტერვიუში ობამამ თქვა, რომ მის გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური ვითარება გავლენას ვერ მოახდენს.
XS
SM
MD
LG