Accessibility links

მედვედევი და მერცი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში შვეიცარიის როლზეც ისაუბრებენ


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა შვეიცარიაში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტი ჩადის. მედვედევი შვეიცარიელ კოლეგასთან, ჰანს-რუდოლფ მერცთან ფინანსურ კრიზისზე, და ორმხრივი თანამშრობლობის საკითხებზე ისაუბრებს. შვეიცარიის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერები ასევე შეეხებიან შვეიცარიის მანდატს იყოს შუამავალი რუსეთსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებებში. სამშაბათს მედვედევი რუსი გენერლის, ალექსანდრ სუვოროვის მონუმენტს ეწვევა. სუვოროვი 1799 წელს იტალიის მხრიდან ალპებზე გადავიდა, რათა ნაპოლეონის ჯარის წინსვლა შეეჩერებინა.
XS
SM
MD
LG