Accessibility links

logo-print

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ძალისხმევას ააქტიურებს


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, ის მომდევნო დღეებში გააძლიერებს ძალისხმევას შარშანდელი აგვისტოს ომის ფაქტების დამდგენი საერთაშორისო კომისიის ანგარიშის გამოქვეყნების მოახლოებასთან დაკავშირებით. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჰანსიორგ ჰაბერმა განაცხადა, მეთვალყურეების ძალისხმევის გააქტიურება პრევენციული ზომაა. შვეიცარელ დიპლომატ ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით მოქმედი, შარშანდელი კონფლიქტის ფაქტების დამდგენი კომისია, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს გამოაქვეყნებს თავის ანგარიშს6
XS
SM
MD
LG