Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის შეფასებით, ნატო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესება ძირითადად ნატოზეა დამოკიდებული


რუსეთი მიესალმება ნატოს მოწოდებას ურთიერთობის გაუმჯობესებისაკენ, მაგრამ მიაჩნია, რომ ამ მიზნის მიღწევა ძირითადად თვით ნატოზეა დამოკიდებული. რუსეთის საგარეო უწყების პრეს-მდივან ანდრეი ნესტერენკოს განცხადებით, მოსკოვს სურს, რომ ნატო მას უფრო ყურადღებით მოუსმინოს და გამართოს სერიოზული დისკუსიები კრემლის ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხოების ახალი ხელშეკრულების დადებას, როგორც ნატოს წევრების, ისე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მონაწილეობით. ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი პარასკევს გამოვიდა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისაკენ მოწოდებით.
XS
SM
MD
LG