Accessibility links

ახალი ომბუდსმენი მუშაობას იწყებს


ახალი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგება. მას მუშაობა 17 სექტემბრიდან უნდა დაეწყო, თუმცა საქართველოში არ ყოფნის გამო საქმეს ის დღეიდან შეუდგება. წინა ომბუდსმენ სოზარ სუბარს ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა. გიორგი ტუღუში სახალხო დამცველის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა.

XS
SM
MD
LG