Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმრავლესობა ოპოზიციას დანაშაულებებისადმი ლიბერალურ მიდგომას ახსენებს


დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციამ პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რატი რეხვიაშვილის შეწყალების პროცესი და ფაქტზე პრეზიდენტის განცხადება გააპროტესტა, რასაც საპარლამეტო უმრავლესობის წარმომადგენელთა პასუხი მოჰყვა: ოპოზიციას უნდა ახსოვდეს, რომ შეწყალებისადმი ლიბერალური მიდგომა ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან კონსესუსის საგანი იყო და ახლა სპეკულირება, არასწორიაო. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა. მან დაამატა, რომ პრეზიდენტს საკითხისადმი ლოგიკური მიდგომა ჰქონდა და ისიც ნათელია, რომ ლიბერალური მიდგომა გარკვეული რისკების შემცველია.

XS
SM
MD
LG