Accessibility links

logo-print

საფრანგეთის ქალაქ კალესთან მიგრანტების ბანაკის დაშლა დაიწყეს


საფრანგეთის პოლიციამ დაიწყო მიგრანტების ბანაკის დაშლა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კალესთან. საქმე ეხება მიგრანტების მიერ მოწყობილ ბანაკს. პოლიციელები დღეს დილას შევიდნენ კარვების ქალაქში 200-ზე მეტი მიგრანტის (უმეტესწილად, ავღანელი მამაკაცებისა და ბიჭების) გამოსაყვანად. ადგილობრივმა უფლებადამცველებმა ბანაკის გარშემო ცოცხალი ჯაჭვის შექმნა სცადეს. პოლიციელებთან მათი დაპირისპირების დროს, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. თვით მიგრანტებს პოლიციისათვის წინაღამდეგობა არ გაუწევიათ. საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, ყველა მიგრანტს მიეცემა თავშესაფრის მოთხოვნის, ან ნებაყოფლობით რეპატრიაციის შესაძლებლობა. ადრე კალესთან მდებარე ბანაკი, რომელსაც “ჯუნგლებს” უწოდებდნენ, 1500-ზე მეტ მიგრანტს იკედლებდა. ამ მიგრანტთა მიზანი ბრიტანეთში შეღწევა იყო. ოფიციალური პირებს განცხადებით, დროთა განმავლობაში ბანაკი ტრეფიკინგის მაფიის თავშესაფარი გახდა.
XS
SM
MD
LG