Accessibility links

logo-print

ვაცლავ ჰაველი და სხვა გამოჩენილი მოღვაწეები ევროპას საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ


ბრიტანეთის მემარცხენე-ლიბერალურ გაზეთ “გარდიანში” გამოქვეყნდა ღია წერილი სათაურით “ევროპა მხარში უნდა ამოუდგეს საქართველოს”, რომელსაც ხელს აწერს 12 გამოჩენილი მოღვაწე, მათ შორის ჩეხეთისა და ლიტვის ყოფილი პრეზიდენტები ვაცლავ ჰაველი და ვალდას ადამკუსი, ცნობილი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები ოტო დე ჰაბსბურგი, ტიმოთი გარტონ ეში, ადამ მიხნიკი და სხვები. ღია წერილის ავტორები ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებენ, შეიმუშავონ აქტიური სამოქმედო სტრატეგია, რათა დაეხმარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენისა და საქართველოს მიწაზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის ჯარების გასვლის მიღწევაში. “არავის სურს მოსკოვთან კონფრონტაცია, ან ცივი ომის მტრულ ატმოსფეროში დაბრუნება. მაგრამ ასეთივე არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა მკაფიო და არაორაზროვანი სიგნალი გაუგზავნონ რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას”, ვკითხულობთ ღია წერილში, რომლის ხელმომწერების შეფასებითაც, 20 წელიწადში მას შემდეგ, რაც ნახევარი ევროპა გათავისუფლდა, ახალი კედელი შენდება ევროპაში: ამჯერად საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG