Accessibility links

სოზარ სუბარი “ალიანსის” თანათავმჯდომარე გახდა


ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი პოლიტიკურ გაერთიანებას “ალიანსი საქართველოსთვის” შეუერთდა. “ალიანსი საქართველოსთვის” შემადგენლობაში შედიან რესპუბლიკური პარტია, ახალი მემარჯვენეები და “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”. ამ უკანასკნელის ლიდერი, ირაკლი ალასანია არის ალიანსის თავმჯდომარე, ხოლო რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილი და “ახალი მემარჯვენეები” ლიდერი დავით გამყრელიძე თანათავმჯდომარეები არიან. მათ მესამე თანათავმჯდომარედ დაემატა სოზარ სუბარი, რომელიც ალასანიამ დღეს, ალიანსის ახალი წევრების წარდგენისას, დაახასიათა, როგორც ”პრინციპული”, ”სამართლიანობისთვის მებრძოლი” და ”ძალიან დიდი ავტორიტეტის” მქონე პიროვნება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ “ალიანსს” შეუერთდა დამოუკიდებელი პოლიტიკოსი კოკა გუნცაძე.
XS
SM
MD
LG