Accessibility links

logo-print

გაეროში საგანგებო სამიტზე იმსჯელებენ კლიმატური ცვლილებების თემაზე


გაეროში დღეს 100-ზე მეტი პოლიტიკური ლიდერი შეიკრიბება საგანგებო სამიტზე, რომლის მიზანიც არის წინსვლა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული ახალი ხელშეკრულების მიმართულებით. გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნის განცხადებით, სამიტის მიზანია მსოფლიოს ლიდერების “პოლიტიკური ნების მობილიზება”, რათა დეკემბერში კოპენჰაგენში მოხერხდეს კლიმატურ ცვლილებებზე ახალი შეთანხმების გაფორმება. ოფიციალური პირები გამოთქვამენ იმედს, რომ გაეროს დღევანდელ თავყრილობაზე შეძლებენ, მოაგვარონ მდიდარ და განვითარებად ქვეყნებს შორის უთანხმოებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განაწილდეს გლობალური დათბობის ხელშემწყობი ემისიების შეკვეცასთან დაკავშირებული მოვალეობები.
XS
SM
MD
LG