Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ავღანეთში კონტინგენტის გაზრდაზე გადაწყვეტილებას მიიღებს სტრატეგიის განსაზღვრის შემდეგ


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ის ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შესაძლო გაზრდის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს მას შემდეგ, რაც გაირკვევა რეგიონში შეერთებული შტატების სტრატეგია. ამ შინაარსის განცხადება ობამამ გააკეთა პოპულარულ სატელევიზიო შოუში, რომელსაც ენტერტეინერი დევიდ ლეტერმანი უძღვება. პრეზიდენტის ამ გამოსვლამდე მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია მთავრობის კონფიდენციალურ დოკუმენტზე, რომელშიც ავღანეთში ნატოს და აშშ-ის ჯარების სარდალი, გენერალი სტენლი მაკკრისტალი გამოთქვამს შეფასებას, რომ დამატებითი სამხედრო ძალების და რესურსების გარეშე, ავღანეთში მეამბოხეების წინაღამდეგ ბრძოლა, სავარაუდოდ, წარუმატებლად დასრულდება.
XS
SM
MD
LG