Accessibility links

logo-print

ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია საქართველოში პატრულირების გაძლიერებას გეგმავს


რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამოქვეყნების წინ, ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ პატრულირებას გააძლიერებს, - ამ შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო ვებგვერდი EUobserver.com–ი. ინფორმაცია ეფუძნება ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელის ჰანს იორგ ჰაბერის მიერ 21 სექტემბერს ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს. როგორც ჰაბერმა ჟურნალისტებს უთხრა, პატრულირების გაძლიერების გეგმა ”წმინდა პრევენციული“ ხასიათისაა და ის დაძაბულობის განახლების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. ევროკავშირის საგანგებო საგამოძიებო კომისია, რომელსაც შვედი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობს, რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ დასკვნას სავარაუდოდ მომავალ კვირაში გამოაქვეყნებს. დასკვნის გამოქვეყნებას თავდაპირველად ივლისის ბოლოს ელოდნენ, თუმცა ვადა გადაიწია მას შემდეგ, რაც ტალიავინის განცხადებით, ბოლო ეტაპზე საქმეში ახალმა მასალებმა იჩინა თავი.
XS
SM
MD
LG