Accessibility links

logo-print

სოზარ სუბარი ალასანიას ალიანსს შეუერთდა


სოზარ სუბარი ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ ალიანსს შეუერთდა. ყოფილი სახალხო დამცველი, რომელსაც 5-წლიანი მუშაობის უფლებამოსილება 16 სექტემბერს ამოეწურა, გაერთიანებაში ”ალიანსი საქართველოსთვის” 22 სექტემბერს თანათავმჯდომარის რანგში გაწევრიანდა. ამის შესახებ საზოგადოებას, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ალიანსის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ამცნო და ფაქტს ”განსაკუთრებული პატივი” უწოდა. ”ბატონ სოზართან ერთად ვაპირებთ პრინციპული ბრძოლა გავმართოთ საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის, სამართლიან ვითარებაში საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებისთვის და ერთობლივად, ერთიანი ძალებით ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას.” თავის მხრივ, გუნდის სახელით პირობას დებს სოზარ სუბარიც. ”ჩვენ მივაღწევთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ყველა დონეზე. პირველ რიგში, ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები და ეს იქნება გზა იმისკენ, რომ ჩატარდება დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები როგორც პარლამენტის, ისე პრეზიდენტის და მივაღწევთ იმას, რომ შეიცვალოს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით”, - აღნიშნა სოზარ სუბარმა. სუბარის გარდა, გაერთიანებას ”ალიანსი საქართველოსთვის” 22 სექტემბერს შეუერთდა ბოლო წლების აქტიური ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კოკა გუნცაძე.
XS
SM
MD
LG