Accessibility links

გალში ინცინდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა


გალში დღეს, გაეროსა და ევროკავშირის მისიების მონაწილეობით, ხუთმხრივი შეხვედრის მორიგი რაუნდი გაიმართა. ქართულმა მხარემ, სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე დააყენა გალში კრიმინოგენული სიტუაციის დაძაბვის საკითხი და ის ფაქტი, რომ გალის რაიონში მცხოვრებ მოსწავლეებს ოკუპანტები ზუგდიდის რაიონის სკოლებში გადმოსვლის უფლებას არ აძლევენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელიმა შოთა უტიაშვილმა, გარკვეული შეთანხმება მიღწეულია მოსწავლეებთან დაკავშირებით. ”რაც შეეხება სხვა საკითხებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოკლევადიან პერსპექტივაში არ უნდა ველოდეთ შედეგს”, - აღნიშნა უტიაშვილმა.
XS
SM
MD
LG