Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო რუსეთს შავი ზღვის მილიტარიზაციაში ადანაშაულებს


საქართველო რუსეთს ადანაშაულებს საქართველოს საზღვაო აკვატორიის აფხაზეთის მონაკვეთის ოკუპაციაში. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში აფხაზეთის (საქართველო) საზღვაო აკვატორიაში რუსეთის გემის, “ნოვოროსიისკის” შესვლასთან დაკავშირებით. სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ კომენტარში როგორც ვკითხულობთ, რუსეთის მოქმედება “ემსახურება კავკასიის რეგიონისა და შავი ზღვის აუზის მილიტარიზაციას, რაც გარდაუვლად გამოიწვევს დაძაბულობის ესკალაციასა და დაემუქრება ამ რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებას”.
XS
SM
MD
LG