Accessibility links

logo-print

სოზარ სუბარი “პირველი რიგის ამოცანად” ასახელებს გაუყალბებელი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას


საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, რომელიც პოლიტიკური გაერთიანების “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე გახდა, რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში თავის და “ალიანსის” პოლიტიკურ მიზნებზე ისაუბრა. სუბარმა პოლიტიკაში წასვლის მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ ადამიანის უფლებების დარღვევისა და ქვეყნის განვითარების არადემოკრატიული გზის შედეგად შექმნილი ვითარების შესაცვლელად “ყველაზე ლოგიკური და სწრაფი გზა” სწორედ პოლიტიკაა. სოზარ სუბარის განცხადებით, მას ბევრ პოლიტიკურ ძალასთან ჰქონდა კონსულტაციები, მაგრამ “ალიანსის” წინადადება ყველაზე მისაღები აღმოჩნდა, რადგან, როგორც ყოფილმა ომბუდსმენმა აღნიშნა, “ეს არის ბრძოლა აბსოლუტურად კონსტიტუციური მეთოდებით, ბრძოლა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის და ბრძოლა, რომ საქართველოში დამკვიდრდეს დემოკრატია. ეს არ გულისხმობს არანაირი მწვავე ფორმის გამორიცხვას საჭიროებისდა მიხედვით, მაგრამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი”. სოზარ სუბარმა რადიო “თავისუფლებასთან" ინტერვიუში “პირველი რიგის ამოცანად” დაასახელა ქვეყანაში გაუყალბებელი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება და არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა.
XS
SM
MD
LG