Accessibility links

სუბარი: "მივაღწევთ იმას, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალოს"


ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა. 22 სექტემბერს მან გამოაცხადა, რომ უერთდება პოლიტიკურ გაერთიანებას სახელწოდებით "ალიანსი საქართველოსთვის". ამიერიდან ის ალიანსის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე იქნება. სუბარმა, რომელსაც სახალხო დამცველად მუშაობის უფლებამოსილება 16 სექტემბერს ამოეწურა, სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე პირობა დადო, რომ ის და მისი თანაგუნდელები მიაღწევენ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. "პირველ რიგში, ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები და ეს იქნება გზა იმისკენ, რომ ჩატარდება დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები როგორც პარლამენტის, ისე პრეზიდენტის და მივაღწევთ იმას, რომ შეიცვალოს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით", - აღნიშნა სოზარ სუბარმა. რადიო თავისუფლებამ მას რამდენიმე შეკითხვით მიმართა.
XS
SM
MD
LG