Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი მსოფლიოს კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდებს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს მსოფლიოს მოუწოდა აქტიური მოქმედებისაკენ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან, მისი თქმით, ამ ბრძოლაში წარუმატებლობას, შესაძლოა “კატასტროფული” შედეგები მოჰყვეს. ამ შინაარსის განცხადება ობამამ გააკეთა გაეროს სამიტზე, რომელზეც გაეროს შტაბ-ბინაში 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ. სამიტის გახსნისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ “მორალურად მიუტევებელი” იქნება, თუ მიმდინარე წლის ბოლოს კოპენჰაგენის კონფერენციაზე ვერ მოხერხდა გლობალურ დათბობასთან ბრძოლის შესახებ ახალი შეთანხმების მიღწევა. გაეროს შტაბ-ბინაში მიმდინარე, კლიმატური ცვლილებების პრობელმისადმი მიძღვნილი სამიტის მიზნად სახელდება მსოფლიოს წამყვანი მოღვაწეების პოლიტიკური ნების მობილიზება, რათა მომზადდეს საფუძველი კოპენჰაგენში დეკემბრის კონფერენციაზე ახალი დოკუმენტის შესათანხმებლად. ეს იქნება კიოტოს 1997 წლის ოქმის შემდგომი შეთანხმება, რომელიც ხელმომწერ ქვეყნებსს დაავალდებულებს შეკვეცონ გლობალური დათბობის გამომწვევი გაზების ემისია.
XS
SM
MD
LG