Accessibility links

logo-print

უფლებადამცავები გაეროს მოუწოდებენ გამოიძიოს ირანის ამბები


გაეროს მოუწოდებს ორი უფლებდამცავი ორგანიზაცია, დაასახელოს საგანგებო წარმომადგენელი, რათა გამოიძიოს ირანში საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებები. “ჰიუმან რაიტს უოჩი” და “ინტერნეშნლ კამპეინ ფორ ჰიმუან რაიტსი” ირანში, ერთობლივად აცხადებენ, რომ სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლების ჩახშობისას 72-მდე ადამიანი დაიღუპა. მათ მოჰყავთ არაერთი ბრალდება ხელისუფლების მიმართ სასიკვდილო ძალის უკანონო გამოყენების, ასევე დაპატიმრებულთა წამების და გაუპატიურების შემთხვევები. ირანის მთავრობა ბრალდებებს უარყოფს.
XS
SM
MD
LG