Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერს და პალესტინელთა ლიდერს შეხვდა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს ნიუ იორკში შეხვედრები გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუსა და პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასათან. სამი პოლიტიკოსის მოლაპარაკება მოჰყვა ობამას პირისპირ შეხვედრას ნეტანიაჰუსა და აბასთან. ობამამ შეხედრაზე განაცხადა, რომ მოლაპარაკება სტატუსის შესახებ მალე უნდა დაიწყოს. და მოლაპარაკებას, ობამას თქმით, უნდა მიეცეს საშუალება, იყოს წარმატებული. მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, ისტორიისა, უნდობლობისა, ჩვენ უნდა გამოვნახოთ წინსვლის გზა, თქვა ბარაკ ობამამ. შეხვედრას ჩრდილი მიაყენა ისრაელის პრეზიდენტის შიმონ პერესის გაფრთხილებამ, მიმართულმა პალესტინელებისადმი, რომ ისინი არ უნდა მოელოდნენ, რომ ისრაელი შეწყვეტს დასახლებების გაფართოებას.
XS
SM
MD
LG