Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ექვსეულის” საგარეო საქმეთა მინისტრები ნიუ იორკში ირანზე იმსჯელებენ


დღეს ექვსეულის - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ს, გერმანიის, რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, აგრეთვე ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა მიიღებენ მონაწილეობას შეხვედრაში, რომელიც ნიუ იორკში შედგება და ირანის ბირთვულ პროგრამას მიეძღვნება. მომავალ კვირაში კი, 1 ოქტომბერს ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები ირანის წარმომადგენელთან ერთად ჟენევაში გამართავენ შეხვედრას. ამ მოლაპარაკებების წინ კი ირანი აცხადებს, რომ მან გაზარდა ბირთვული საწვავის წარმოების პოტენციალი. ირანის ბირთვული ენერგეტიკის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მიმდინარეობს გაუმჯობესებული ცენტრიფუგების გამოცდა, რისი მიზანიც ურანის უფრო სწრაფად გამდიდრების მიღწევაა. ალი აკბარ სალეჰი კვლავ იმეორებს, რომ ირანი არ დაუშვებს დასავლეთის მთავრობების ზეგავლენით ირანის გამდიდრების პროგრამის შეჩერება 1 ოქტომბრის შეხვედრის ჩატარების პირობად იქცეს.
XS
SM
MD
LG