Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში, გაეროს შეფასებით, “კონსტრუქციული და დადებითი” შეხვედრა გაიმართა


გაერომ გაავრცელა პრესრელიზი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართული მორიგი შეხვედრის შესახებ. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა განაგრძეს დისკუსია იმ ადგილობრივი მოსწავლეების გადაადგილებაზე, რომლებიც ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონების სკოლებში დადიან. “მაშინ, როცა ვითარება, მთლიანობაში დამაკმაყოფილებელი ჩანს, რჩება ზოგი შეკითხვა და მათ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგ შეხვედრაზე განიხილავენ”, აღნიშნულია გაეროს პრესრელიზში. მასში ვკითხულობთ აგრეთვე, რომ შეხვედრაზე მოკლედ განიხილეს ბოლოდროინდელი საზღვაო ინციდენტები შავ ზღვაში და გაეროს გენერალური ასამბლეის ამასწინანდელი რეზოლუცია. შეხვედრაში ყველა მხარის მონაწილეობამ და მათმა მზადყოფნამ, მონაწილეობა მიეღოთ საკითხების არსებით განხილვაში, პრესრელიზში გამოთქმული შეფასებით, თავისი წვლილი შეიტანა “კონსტრუქციულ და დადებით” შეხვედრაში. ამ წყაროს ცნობით, შემდეგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში 6 ოქტომბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG