Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სახელმწიფოთა ლიდერების გამოსვლა იწყება


გაეროს 64-ე გენერალურ ასამბლეაზე ნიუ-იორკში, თბილისის დროით, 17 საათზე იწყება სახელმწიფოების ლიდერთა გამოსვლები. გენერალურ ასამბლეას პირველი მიმართავს ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ლიბიის ლიდერის მოამერ კადაფი მოჰყვებიან. დღეისთვისვეა დაგეგმილი თურქმენეთის, საფრანგეთის, ტაჯიკეთის, ჩინეთის, რუსეთის, ირანისა და უკრაინის პრეზიდენტების გამოსვლები. საქართველოს პრეზიდენტი 24 სექტემბერს მიმართავს გენერალურ ასამბლეას.
XS
SM
MD
LG