Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალიში შეტაკების დროს, სულ ცოტა, 8 სამოქალაქო პირი დაიღუპა


სომალიში ისლამისტ მეამბოხეებსა და აფრიკის კავშირის სამშვიდობო ძალებს შორის შეტაკებების შედეგად, სულ ცოტა 8 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ბრძოლა სამშაბათს დაიწყო, უგანდელ მშვიდობისდამცველებზე მეამბოხეების იერიშით, მოგვიანებით კი სომალის დედაქალქ მოგადიშუს სხვა რაიონებზეც გავრცელდა. იერიშებზე პასუხისმგებლობა იკისრა ისლამისტების ჯგუფმა, რომელიც სომალიში ალ-ყაიდის მხარდამჭერ ორგანიზაცია ალ-შაჰაბის მოკავშირეა. უცხოეთში მზარდ შეშფოთებას იწვევს დაძაბულობის გამწვავება სომალიში, სადაც ისლამისტი მეამბოხეები ცდილობენ, დაამხონ გარდამავალი პერიოდის მთავრობა, რომელიც გაეროს მხარდაჭერით სარგებლობს. გასულ კვირაში, თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ მოწყობილმა ორმა აფეთქებამ აფრიკის კავშირის სამშვიდობო ძალების 17 წევრის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG