Accessibility links

logo-print

გაეროს გენმდივანი დადებითად აფასებს კლიმატური ცვლილებისადმი მიძღვნილ სამიტს


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი დადებითად აფასებს კლიმატის ცვლილების საკითხებისადმი მიძღვნილ მსოფლიო სამიტს, რომელიც გუშინ გაიმართა გაეროს შტაბ-ბინაში. სამიტს ასზე მეტი ქვეყნის ლიდერები დაესწრნენ - ბან კი მუნის განცხადებით, სამიტზე მართალია არ შეთანხმებულან ახალ გლობალურ ხელშეკრულებაზე, რომელმაც გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართული ზომები უნდა განსაზღვროს, მაგრამ მდიდარი და განვითარებადი ქვეყნები მიუახლოვდნენ შეთანხმებას, რომლის მიღწევის იმედიც წლის ბოლოს კოპენჰაგენის კონფერენციას უკავშირდება. გუშინდელ სამიტზე, შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა - ორმა ქვეყანამ, რომელზეც გლობალური დათბობის გამომწვევი გაზების ემისიის 40 პროცენტი მოდის, პირობა დადო, რომ მიმართავს ახალ ზომებს ემისიის შესაკვეცად.
XS
SM
MD
LG