Accessibility links

logo-print

მენინგიტით თბილისში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა


დიდი დიღმის 186-ე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე დავით გაბაიძე მენინგიტის დიაგნოზით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. ავადმყოფს აღენიშნებოდა მაღალი სიცხე, სუნთქვის უკმარისობა და კომის მდგომარეობა. 186-ე სკოლაში 23 სექტემბერს ერთდღიანი კარანტინი გამოცხადდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეპიდემიის საფრთხე და პანიკის საფუძველი არ არსებობს. გასათვალისწინებელია, რომ, თავის ტკივილისა და მაღალი სიცხის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. 186-ე სკოლაში სწავლის პროცესი, შესაბამისი სადეზიფექციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, 24 სექტემბერს განახლდება.
XS
SM
MD
LG