Accessibility links

logo-print

გრიგოლ ვაშაძე დენიელ ფრიდს შეხვდა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში შეხვდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადილეს დენიელ ფრიდს, რომელიც ამჟამად გუანტანამოს ციხის დახურვის საკითხებზე მუშაობს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გუანტანამოდან მსჯავრდებულთა საქართველოში გადმოყვანის საკითხი ჯერჯერობით მხოლოდ თეორიულ დონეზეა. დენიელ ფრიდის თქმით, საუბარია მსჯავრდებულთა სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილებაზე და, საჭიროების შემთხვევაში, შეერთებულ შტატებს, სხვა მეგობარი ქვეყნების მსგავსად, ამ საკითხში საქართველოს იმედიც აქვს.
XS
SM
MD
LG