Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა


22 სექტემბერს პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს. ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, სააკაშვილმა და რასმუსენმა საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს. რასმუსენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სურვილს - განამტკიცოს ურთიერთობები საქართველოსთან. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ძალაში რჩება ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა და საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები, როცა ისინი აუცულებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
XS
SM
MD
LG