Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვედრებს მართავს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში


23 სექტემბერი გაეროს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიაზე დებატების პირველი დღეა. ტრიბუნაზე გამოვლენ რამდენიმე ათეული სახელმწიფოს პირველი პირები, მათ შორის - რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი და შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა. გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა 24 სექტემბრისთვის იგეგმება. ყურადღება გამახვილდება აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე. მანამდე კი, მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში კვლავაც განაგრძობს ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების გამართვას. დღეს, 23 სექტემბერს,
პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდება თავის თურქმენ, ფინელ და კატარელ კოლეგებს. ასევე დღეს, საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდებიან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანას. საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შეხვდება თავის კოლეგებს ყაზახეთიდან, სლოვენიიდან და სლოვაკეთიდან.
XS
SM
MD
LG