Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტალიავინის კომისიის დასკვნის ბედი ჯერჯერობით უცნობია


რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი ევროკავშირის საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის წარმომადგენელი უარყოფს დასავლეთის პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციებს და აცხადებს, რომ დასკვნის გამოქვეყნების საკითხი ჯერ ისევ არ არის გადაწყვეტილი, - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსი” კომისიის თავმჯდომარის მოადგილის უვე შრამის კომენტარზე დაყრდნობით. უცხოეთის პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციებთან მიმართებით შრამი აღნიშნავს ”ჩვენ ადრეც უარვყავით მსგავს ინფორმაციას და ახლაც უარვყოფთ.” ”ანგარიში თვის ბოლოს გადაეცემა მინისტრთა საჭოს ბრიუსელში და სწორედ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დოკუმენტთან დაკავშირებით, მათ შორის იმის შესახებაც - გამოაქვეყნოს თუ არა ის”, - აღნიშნავს შრამი. შეგახსენებთ, მის კომენტარზე დაყრდნობით ცნობას საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსი” ავრცელებს. საინფორმაციო ვებგვერდის EUobserver.com–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ევროკავშირის საგანგებო საგამოძიებო კომისია, რომელსაც შვედი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობს, რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ დასკვნას სავარაუდოდ მომავალ კვირაში გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG