Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს პირველად გამოვიდა სიტყვით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. მან მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, მეტი პასუხისმგებლობა და ერთსულოვნება გამოავლინონ გლობალურ გამოწვევებთან დაპირისპირებაში. ობამამ გამოთქვა რწმენა, რომ სამომავლოდ ოთხი რამ არის ყველაზე მნიშვნელოვანი: ბირთვული განიარაღება, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პლანეტის გადარჩენა და გლობალური ეკონომიკა, რომელიც ყველა ადამიანს მისცემს შანსებს.
XS
SM
MD
LG