Accessibility links

logo-print
დღეს გაეროში გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის პოლიტიკური დებატები იმართება. გაეროში გამოსვლამდე საქართველოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს. ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება და საქართველო და უკრაინა ალინსის წევრები აუცილებლად გახდებიან. საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ასევე ჰილარი კლინტონს, რომელმაც ახალი ტერმინი ”სტრატეგიული მოთმინება” ახსენა. რა ითქვა კიდევ ამ შეხვედრებზე და რა ხდება ამ ფონზე საქართველოს გარშემო. ამ პრობლემებზე საუბრობენ დღეს რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან პოლიტიკის ექსპერტები ბაკურ კვაშილავა და ნიკა ჩიტაძე. დისკუსიას უძღვება მარინა ვაშაყმაძე, რომელმაც საუბრის დასაწყისში გაიხსენა გაზეთ "გარდიანში" დაბეჭდილი მიმართვა-წერილი და ის, თუ რა ფონზე გაჩნდა ეს მიმართვა.
XS
SM
MD
LG