Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზი ირანს ბირთვული პროგრამის გამო აფრთხილებს


საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ირანი გააფრთხილა, რომ ბირთვული პროგრამის გაგრძელებით ის ”ტრაგიკულ შეცდომას” დაუშვებს. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას სარკოზიმ თქვა, რომ ირანის ლიდერები შეცდომაში შედიან, თუკი თავიანთი ”სამხედრო ბირთვული პროგრამის გაგრძელებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის პასიურ რეაგირებას ეყრდნობიან.” საფრანგეთი, გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა წევრები და გერმანია ირანს მომავალ თვეში უნდა შეხვდნენ ატომურ პროგრამაზე სასაუბროდ. დასავლეთი შიშობს, რომ ირანი ამ პროგრამით ატომური იარაღის შექმნას ცდილობს. თეირანი ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG